არქეოლოგიური ყრილობა თბილისში

არქეოლოგიური ყრილობა თბილისში, 1881 ჩატარებული V ყრილობა, რ-ის ინიციატორი იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზ-ბა. ყრილობაზე წარმოდგენილი თემატიკა ეხებოდა კავკასიისა და, კერძოდ, საქართვ. არქეოლ., ეთნოგრ., ლინგვისტიკასა და სხვა საკითხებს. მონაწილეობდა 100-მდე სხვადასხვა დარგში მომუშავე პირი. ყრილობასთან დაკავშირებით ჩვენში მკვეთრად გაიზარდა არქეოლოგიისადმი ინტერესი: გაიხსნა კავკ. მუზეუმის გამოფენა, კავკ. არქეოლოგიის მოყვარულთა საზ-ბას ეწოდა კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის საზ-ბა. გამოსცეს სპეც. ტომი – Труды V Археологического сьезда в Тифлисе, 1881, М., 1867, რ-შიც მოთავსებულია ა. ავდეევის, დ. ბაქრაძის, ი. ოქრომჭედლიშვილის, ნ. სულთანოვის, ნ. ლიხაჩოვის და სხვ. გამოკვლევები.

ნ. ვაჩეიშვილი