არქიელი

არქიელი (<ბერძნ. archiereus), უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენელი, მღვდელმთავარი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. -ად იწოდება ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, რ-თაც ექვემდებარებიან არახელისუფალი სამღვდელოების წარმომადგენლები, მღვდლები (იერეი) და სხვ. ქართ. საეკლ. წყობილებაში -ის წოდებას შეესატყვისება „მღვდელმთავარი“.

ბ. ლომინაძე