არქიეპისკოპოსი (ბერძნ. archi – მთავარი, უფროსი და episkopos, სიტყვასიტყვით – მეთვალყურე, ზედამხედველი), მთავარეპისკოპოსი, ქრისტიანული ეკლესიის მაღალი იერარქიის ტიტული, რ-საც ატარებდნენ უმეტესად მთავარი ქალაქების ეპისკოპოსები. რომის იმპერიაში კონსტანტინე დიდის დროს (IV ს.) ა. ეწოდებოდა მიტროპოლიტს, რ-საც ექვემდებარებოდნენ დიოცეზის ეპისკოპოსები. ა-ის ტიტულს დღეს ატარებს ზოგიერთი ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაური. ა. ეწოდება აგრეთვე ზოგიერთი პროტესტანტული ეპისკოპალური ეკლესიის მეთაურს (მაგ., კენტერბერის არქიეპისკოპოსი ინგლისში). ქართ. საეკლ. წყობილებაში ა-ს შეესატყვისება „მთავარეპისკოპოსი“.
ბ. ლომინაძე