არღუთინსკი იოსებ, დოლგორუკი [23. V (3. VI). 1743, სოფ. სანაინი, ახლანდ. ქ. ალავერდი, სომხეთი, – 9 (21). III. 1801, თბილისი], სომეხი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, ასტრახანის არქიეპისკოპოსი, სრულიად სომეხთა კათალიკოსი 1800-იდან. 1783 შეადგინა პროექტი, რ-ის მიხედვითაც რუსეთს უნდა აღედგინა სომხ. დამოუკიდებელი სამეფო. რუსეთს უფლება ეძლეოდა მეფე დაენიშნა და ჯარი ჰყოლოდა სომხეთში. ა. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს რუსეთთან შეერთებაში. კავკასიაში რუს. იმპერიისათვის გაწეული სამსახურისათვის ა. 1799 დააჯილდოვეს წმ. ანას ორდენით, ხოლო 1800 მას და ა-ების გვარს მიანიჭეს საიმპერიო თავადის წოდება.