არშა

არშა, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. თერგის მარჯვ. ნაპირას, საქართვ. სამხ. გზაზე. ზ. დ. 1760 მ., სტეფანწმინდიდან 5 კმ. 440 მცხ. (2014). ყაზბეგის ტურისტული ბაზის ფილიალი.

სოფელში შემორჩენილია არშის ციხე, რ-იც XVIII ს-ში ეკუთვნოდა ზურაბ არაგვის ერისთავს. ამ დროს მას ხევის ციხესაც უწოდებდნენ.

ჯ. გვასალია