არშაკ II, სომხეთის მეფე (350–367) არშაკუნიანების დინასტიისა. იბრძოდა ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის. ა. II-მ ააშენა ქალაქი არშაკავანი (ახლანდ. ძველი ბაიაზიდი, თურქეთი) და ნახარართა წინააღმდეგ ბრძოლის დასაყრდენად აქცია. ერთ ხანს ქართლში გაიხიზნა და მისი დახმარებით განაგრძობდა ბრძოლას ნახარართა წინააღმდეგ. ებრძოდა სპარს. ექსპანსიას. 367 სპარს. მეფემ შაპურ II-მ სამშვიდობო ხელშეკრულების დადების საბაბით შეიტყუა და დააპატიმრა. გარდაიცვალა ხუზისტანში „მივიწყების ციხეში“.
ლ.-ნ. ჯანაშია