არშაკიანები ქართლისა, „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, სომეხი არშაკუნიანების ქართლში გამეფებული შტო. ცნობა ეჭვს იწვევს, რადგან სომხეთში არშაკუნიანები ახ. წ. I ს. 60-იან წლებში გამეფდნენ, ქართლში კი, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ისინი გამეფებულან ძვ. წ. II ს. II ნახევარში.
ლიტ.: მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1958, ტ. 4, ნაკვ. 1; მისივე, К истории древней Грузии, Тб., 1959.
ლ.-ნ. ჯანაშია