დათუაშვილი პაატა ნასყიდას ძე (5. VIII. 1954, ყვარელი, – 25. I. 1995, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში), გენერალ-მაიორი (1992).
დაამთავრა თბილ. უმაღლესი სამხ.–საარტ. სამეთაურო სასწავლებელი (1975), მოსკ. მ. კალინინის სახ. სამხ.-საარტ. აკადემია (1988). 1975–85 მსახურობდა ბელორუსიის სამხ. ოლქში, გერმანიაში საბჭ. ჯარების ჯგუფში, თურქმენეთის სამხ. ოლქში, ავღანეთში. 1988–90 ბაიკალისპირეთის სამხ. ოლქში მეთაურობდა რეაქტიულ დივიზიონს.
90-იანი წლების დამდეგს დ. თანამებრძოლებთან ერთად სათავეში ედგა საქართვ. შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესს. 1991 დაინიშნა საქართვ. რესპ. ეროვნ. გვარდიის არტილერიის უფროსად. 1992-იდან იყო საქართვ. რესპ. შეიარაღებული ძალების მთ. შტაბის უფროსის მოადგილე, 1992–93 მე-2 მექანიზებული კორპუსის მეთაური. 1993–94 იყო საქართვ. რესპ. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის გენშტაბის აკადემიაში.
დაიღუპა იქვე ტერორისტული აქტის დროს.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1993).
ლ. დოლიძე