არშაკიდები

არშაკიდები, არშაკიანები, პართული დინასტია სპარსეთში ძვ. წ. 250 – ახ. წ. 224; ა. ეკუთვნოდნენ პართული მოდგმის პარნების ტომს, რ-იც ადრიდანვე დამკვიდრდა კასპიის ზღვის სამხრ-აღმ-ით, პართიაში (ახლანდ. ხორასანი). „ქართლის ცხოვრებაში“ ასახულია ა-ის გამოჩენა ირანში: „მაშინ შეკრბეს ერისთავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი (ე. ი. არშაკან). მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანისა, სპარსთა მეფისა...“ (ტ. 1, 1955, გვ. 43). „...მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშირვან სასანიანი, რომელმან მოსრნა მეფენი აჟღალანიანნი...“ (იქვე, გვ. 59).

ზ. კიკნაძე