არჩვაძე თენგიზ გრიგოლის ძე (3. VIII. 1932, თბილისი, - 28. X. 2023, იქვე), მსახიობი. საქართვ სახ. არტისტი (1979). დაამთავრა თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1956). 1956 – 66 და 1973-იდან კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობია, სადაც მრავალი სცენური სახე შექმნა. მ. შ. აღსანიშნავია: მოლა მუსა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დირექტორია (ა. კასონას „ხეები ზეზეულად კვდებიან)“, კორნელი (კ. ჩაპეკის „დედა“), დათო (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ბარონი და ვასკა პეპელი (მ. გორკის „ფსკერზე“) და სხვ. 1967–72 მუშაობდა რუსთავის დრამ. თეატრში.
ა-ის დებიუტი კინოში შედგა 1961 ფილმში „კეთილი ადამიანები“. სხვა როლები: ზაზა („ერთი ცის ქვეშ“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1961), გუგუა („ხევისბერი გოჩა“, რეჟ. ნ. სანიშვილი), მფრინავი („აღმაფრენა“, რეჟ. ნ. მჭედლიძე, ორივე 1964), ჯაფარიძე („26 ბაქოელი კომისარი“, რეჟ. ნ. ორლოვი, „მოსფილმი“, „აზერბაიჯან-ფილმი“, 1965), დათიკო („მე ვხედავ მზეს“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე), იმედა („ხევსურული ბალადა“, რეჟ. შ. მანაგაძე, ორივე 1965), იოსებ ნამორაძე („შეხვედრა წარსულთან“, რეჟ. ს. დოლიძე), ვახტანგი („შეხვედრა მთაში“, რეჟ. ნ. სანიშვილი, ორივე 1966), ალუდა ქეთელაური („ვედრება, რეჟ. თ. აბულაძე), ბიძინა („მალე გაზაფხული მოვა“, რეჟ. ო. აბესაძე, ორივე 1967), გიორგი ლოლაძე („ჯვარცმული კუნძული“, რეჟ. შ. მანაგაძე, 1968), ალექსანდრინი („წითელი კარავი“, რეჟ. მ. კალატოზიშვილი), კონსტანტინე არსაკიძე („დიდოსტატის მარჯვენა“, რეჟ-ები ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, ორივე 1969), იულონი („წუთისოფელი“, რეჟ-ები შ. და ნ. მანაგაძე, მურზაყანი („გათენების წინ“, რეჟ. გ. მგელაძე, ორივე 1971), ჯაბა იმედაძე („ანარეკლი“, რეჟ. ო. აბესაძე, 1972), მილიციის პოლკოვნიკი თაიროვი („ჩვენთან დარჩეს“, რეჟ. ი. ტარკოვსკაია, მ. გორკის კინოსტუდია, 1974), სანდრო ჩუბინიძე („სინემა“, რეჟ. ლ. ელიავა, 1977), მუშნი ზარანდია („დათა თუთაშხია“, რეჟ-ები გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1977, სსრკ სახელმწ. პრემია, 1981), გეოლოგი („ნიკა მთაში“, რეჟ. ზ. თუთბერიძე, 1979), ვაჟა („გზის დასაწყისი“, რეჟ. ლ. ელიავა), ალექსანდრე („ყველა კომეტა როდი ქრება“, რეჟ. დ. აბაშიძე, ორივე 1982), მეფე ალექსანდრე და ერეკლე II („წიგნი ფიცისა“, რეჟ-ები გ. ლორთქიფანიძე, ა. დარსაველიძე, 1983; რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1985), ვახტანგი („სანამ წვიმა გადაივლიდეს“, რეჟ. ქ. დოლიძე, 1984), გრაფი („ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, რეჟ. რ. ჩხეიძე, 1989), ირაკლი („პრემიერა“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1991), თენგიზი (შვეციის პრინცი იმერეთიდან“, რეჟ. ე. მაღრაძე, 1995), ვაჟა („ჩემი ძვირფასი სანატრელი ბაბუ“, რეჟ. პ. ჩარკვიანი, 1998), ანთიმოზის მამა („ანთიმოზ ივერიელი“, 2001), ასევე მონაწილეობს ფილმებში: „ღმერთო, რისი გულისთვის... – უმადური“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), „კიდევ ერთი ქართული ისტორია“, რეჟ. ე. ბადურაშვილი, ორივე 2003) და სხვ. ა-ის ეკრანული სახეები გამოირჩევიან მხატვრული დამაჯერებლობით, მდიდარი შინაგანი სამყაროთი, დაძაბული სულიერი ცხოვრებით.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
2017 მიენიჭა „ხელოვნების ქურუმის“ წოდება. არის რუსთავისა (2020) და თბილისის (2022) საპატიო მოქალაქე.
დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2022).
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ა. გვენცაძე