დათუკიშვილი ვალერიან იოსების ძე (15. VI. 1922, სოფ. არბოშიკი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 21. V. 2011, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970).
1946 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1953–60 ხელმძღვანელობდა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტის, ხოლო 1983–91 – საქართვ. პოლიტექნიკური ინ-ტის პოლიტეკონომიის კათედრებს.
1960–83 იყო თსუ-ის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი, პროფესორი. შეთავსებით მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტში მთ. მეცნ. თანამშრომლად, განყ-ბის გამგედ (1991–2005).
მისი სამეცნ. შრომები ეხება პოლიტეკონომიისა და მრეწველობის ეკონ. პრობლემებს. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2000).
მ. ჯიბუტი