არჩილ I

არჩილ I, ქართლის მეფე V ს. 20–30-იან წლებში, პეტრე იბერის პაპის (დედის მამის) ბაკურ ქართლის მეფის ძმა. იხსენიება ქართ., სომხ. და ბერძნ.-სირიულ წყაროებში. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, ენერგიულად იბრძოდა ირანის მორჩილებისაგან თავისი ქვეყნის გამოხსნისათვის. მიეწერება სტეფანწმიდის ეკლესიის აშენება მცხეთაში.

წყარო: ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ჯანაშია ლ-ნ., ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962.

 

ა. ბოგვერაძე