არწივი

არწივი (Aquila), მტაცებელ ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკაში – ტყე-ტუნდრიან უდაბნომდე. სხეულის სიგრძეა 75 – 88 სმ. აქვთ მოკლე ბოლო, ფართო და გრძელი ფრთები (2,4 მ-მდე შლილში), თითებამდე შებუმბლული ფეხები (ე. წ. „შარვალი“). ცნობილია 9 სახეობა, მათგან საქართველოში ბინადრობს ორი – მთის ა. და ბეგობის ა. დანარჩენები კი გვხვდებიან მიმოფრენისას. ორივე სახეობა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“. ბუდობენ კლდეებში ან მაღალ ხეებზე. დებენ 1–3 კვერცხს, რ-თა ინკუბაცია გრძელდება 1,5 თვემდე. იკვებებიან მცირე და საშ. ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ლეშით. საქართველოში -ს უწოდებენ სხვა გვარის ფრინველებსაც: ჯუჯა -ს (Hieraaetus pennatus), კრაზანიჭამია -ს (Pernis apivorus), გველიჭამია -ს (Circaētus gallicus), თეთრკუდა -ს (Haliaētus albicilla).

რ. ჟორდანია