არწუნი გრიგოლ [15 (27). II. 1845, მოსკოვი, – 19 (31). XII. 1892, თბილისი], სომეხი პუბლიცისტი, მწერალი, კრიტიკოსი, საზ. მოღვაწე. სწავლობდა თბილ. გიმნაზიაში, მოსკ., პეტერბ. და დას. ევრ. უნ-ტებში. 1872 თბილისში დააარსა სომხ. გაზ. „მშაკი“ („მუშა“). იყო „დიდი სომხეთის“ იდეის პროპაგანდისტი, ემსახურებოდა სომხ. ბურჟ. ინტერესებს, იცავდა მის პრიორიტეტს ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში. ცნობილია მისი და გაზ. „მშაკის“ გამოხდომები საქართვ. ისტორიისა და ჩვენი ქვეყნის მაშინდელ დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შესაფერის საპასუხო შეფასებას იმსახურებდა ქართ. პუბლიცისტიკაში (ი. ჭავჭავაძის „ქვათა ღაღადი“, ა. წერეთლის «„მშაკის“ რედაქტორს», აგრეთვე ქართ. მემუარული ლიტ-რა).
ს. ხუციშვილი