არხი

არხი, ჰიდროტექნიკაში, გრუნტში (თხრილში ან ყრილში) გაყვანილი კალაპოტი (წყალსატარი), რ-შიც წყალი დაწნევის გარეშე მიედინება. დანიშნულების მიხედვით ა. შეიძლება იყოს ენერგეტ. (სადერივაციო), სარწყავი (საირიგაციო), სანაოსნო (სანავიგაციო), სადრენაჟო (ჭაობის ამოსაშრობი), წყალმომარაგების, ხე-ტყის დასაცურებელი, თევზსატარი, კომპლ. და სხვ. საქართველოში ცნობილია უმთავრესად სარწყავი და ენერგეტ. -ები. -ების მნიშვნელობას დიდი ხნის ისტორია აქვს. სარწყავი -ები გაჰყავდათ უძველეს დროში ეგვ., ჩინ. და ინდ. გვალვიან რ-ნებში. 3 ათ. წლის წინ სარწყავი -ები იყო ამიერკავკ. ტერიტორიაზე (ურარტუს სახელმწიფოში). საქართველოში სარწყავი -ების გაყვანა ძვ. წ. VI–V სს-ში დაიწყო. ამ დროს გაიყვანეს ურბნისის ზედა რუ, მუხრანის დიდი რუ და ტირიფონის ა. VI–X სს-ში გაიყვანეს რუისის, წილკნის, სამთავისის და სხვ. -ები. XII–XIII სს-ში ააგეს ძვ. ალაზნის სარწყავი ა., რ-იც ხალხში „თამარის არხის“ სახელწოდებითაა ცნობილი. XVI ს-ში გაიყვანეს გრემის, ხოლო XVIII–XIX სს-ში – ივრის -ები. XX ს. 40-იანი წლების შემდეგ -ების მშენებლობამ გეგმაზომიერი ხასიათი მიიღო. 1952 მწყობრში ჩადგა სამგორის სარწყავი სისტემა. საქართველოში შედარებით დიდი სარწყავი -ებია ალაზნის (92 კმ), ზედა სამგორის (85 კმ), ქვედა სამგორის (66 კმ), ტაშისკარის (62 კმ), ტირიფონის (48 კმ). ზედა ალაზნის -ის საერთო სიგრძე გვირაბების ჩათვლით 190 კმ-ია.

ენერგეტ. -ებიდან საქართველოში აღსანიშნავია სადერივაციო და წყალსარინი -ები: რიონჰესის (საერთო სიგრძე 7,5 კმ, წყლის ხარჯი 100 მ 3/წმ), ვარციხის ჰესების (საერთო სიგრძე 27,2 კმ, წყლის ხარჯი 350 მ3/წმ), ენგურის ვარდნილი ჰესების (საერთო სიგრძე 22,5 კმ, წყლის ხარჯი 731 მ3/წმ).

ლიტ.: შენგელია პ., ჰიდროელექტრული სადგურები, ნაწ. 1, თბ., 1967.

პ. შენგელია