არხოტისთავისღელე

არხოტისთავისღელე, უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, კიდეგანის ქედზე. სიმაღლე 3287 მ. სნოს ხეობას აკავშირებს არხოტის ხეობასთან. სოფ. ჯუთიდან (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) გადადის საცალფეხო ბილიკი პირიქითა ხევსურეთის არხოტის თემში (სოფლები: ახიელი და ამღა).