არხოტისწყალი

არხოტისწყალი, ცირცლოვნისწყალი, მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. კალთაზე, არხოტისთავისღელის უღელტეხილთან. მდ. ასის ზემო მონაკვეთი. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართ. 242 კმ2. სოფ. ახიელთან მარცხნიდან უერთდება მდ. ახიელისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში.

ი. აფხაზავა