არჯაკელი

არჯაკელი, თერო (Lathyrus roseus), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს 30–100 სმ სიმაღლის წახნაგოვანი ღერო, წყვილფოთოლაკიანი ფოთლები და მტევნებად შეკრებილი ვარდისფერი ყვავილები. გავრცელებულია მცირე აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. დეკორ. მცენარეა. ნორჩი ყლორტებისაგან ამზადებენ მხალს.

ი. ლაჩაშვილი