ასათიანი აკაკი თორნიკეს ძე (დ. 22. X. 1953, თბილისი), პოლიტიკური მოღვაწე. 1977 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად, რედაქტორად, მთარგმნელად. 1990 წ. 28 ოქტ. გახდა საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს დეპუტატი პოლიტ. ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“. იმავე წლის ნოემბერში უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველ სესიაზე აირჩიეს საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს თავ-რის პირველ მოადგილედ, 1991 მაისში – თავ-რედ. 1992 – 95 იყო საქართვ. პარლამენტის წევრი. არის ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავ-რე.