ასათიანი ანთეოზ ერასტის ძე

ასათიანი ანთეოზ ერასტის ძე [6 (18). V. 1895, ქუთაისი, – 16. I. 1981, თბილისი], ჰიგიენისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1921–22 იყო გაზ. „კომუნისტის“ პასუხისმგებელი მდივანი, 1924–25 – კომპარტიის ახალციხის სამაზრო კომიტეტის პირველი მდივანი, 1927 – საქართვ. მთავლიტის უფროსი, 1935–36 – ამიერკავკ. ადგილ. მრეწვ. სახ. კომისრის პირველი მოადგილე. 1938 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1942–47 იყო საქართვ. სახელმწ. სამედ. გამომცემლობის დირექტორი, 1944–47 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის კვების ჰიგიენის, ხოლო 1947–74 – სოც. ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრების გამგე, 1947–52 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი. ა. იყო საქართვ. ჰიგიენისტთა საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1939) და თავ-რე (1963–68), ხოლო 1968–71 – საქართვ. მედ. ისტორიკოსთა საზ-ბის თავ-რე. დაამუშავა რაციონალური კვებისა და სამკურნ.-პროფილაქტ. დაწესებულებებში სამედ. მომსახურების გაუმჯობესების ზოგიერთი საკითხი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ჯანმრთელობის დაცვა საბჭოთა საქართველოში, თბ., 1961; სოციალური ჰიგიენა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია, თბ., 1973.