ასათიანი ბეჟან მიხეილის ძე (20. V. 1938, სოფ. მთისპირი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. – 25. I. 2015, თბილისი), ჟურნალისტი. საქართვ. კულტურის დამს. მუშაკი (1987). 1967 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. შრომით საქმიანობას ეწეოდა 1961-იდან, მუშაობდა თბილ. ბეჭდვითი სიტყვის კომბინატში, გამომცემლობა „კომუნისტსა“ და „ნაკადულში“, 1971-იდან მუშაობდა ქართ. ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში პასუხისმგებელი მდივნის მოადგილედ. დაამაკეტა „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ 11-ტომეული, აგრეთვე სპეც. ტომის ქართ. და რუს. გამოცემები. 1993 „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ V წიგნის გამოცემაში მონაწილეობისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწიფო პრემია.