ასათიანი გრამიტონ ყაფლანის ძე [6 (18). VI. 1895, სოფ. ტვიში, ახლანდ. ცაგერის რ-ნი, – 5. II. 1979, თბილისი], გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1946), პროფესორი (1946), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1960). 1927 დაამთავრა თსუ სამკურნ. ფაკ-ტი. 1945–48 განაგებდა დაღესტნის სამედ. ინ-ტის მეანობა-გინეკოლოგიისა და პათანატ. კათედრებს, 1953–68 ხელმძღვანელობდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეანობის განყ-ბას. შეისწავლა ენდომეტრიუმის ასაკობრივი ცვლილებანი ფოლიკულური ჰორმონების მოქმედებასთან დაკავშირებით და გონორეული ვაგინიტი. შექმნა 2 გინეკოლ. იარაღი.
თხზ.: ორსულობის ვადების დადგენა, თბ., 1959; Лечение ран постоянным орошением цхалтубскими водами, Тб., 1945; Лечение гинекологических больных в Цхалтубо, Тб., 1957; Техника гинекологического массажа, Тб., 1957.