ასათიანი გურამ პორფილეს ძე (დ. 29. III. 1927, ქ. ოზურგეთი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1971). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1950). თსუ-ის დიალექტ. და ისტ. მატერიალიზმის კათედრის უფროსი მასწავლებელი (1954–58), დოცენტი (1958–69), თსუ-ის ეთიკისა და მეცნ. ათეიზმის კათედრის გამგე (1979–86). მარქსიზმ-ლენინიზმის უნ-ტის ფილოს. კათედრის გამგე (1975–80). ქართ. ენციკლოპედიის ფილოს. და ფსიქოლ. ჯგუფის ხელმძღვანელი (1976-იდან). კვლევის ძირითადი მიმართულებებია: საზ-ბის სოც. სტრუქტურისა და პოლიტ. ორგანიზაციის განვითარების, ეთიკურისა და პოლიტიკურის სინთეზის კანონზომიერებათა კვლევა, თანამედროვე დასავლური სოციოლოგიის ანალიზი.
თხზ.: თანამედროვე დასავლეთგერმანული. პოლიტიკური ფილოსოფია, თბ., 1966; საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, თბ., 1969; თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგია, თბ., 1987; О развитии социальной структуры советского общества, «Философские науки», 1977, № 5; Über die Entwicklung der sozialen Struktur der Gesellschaft in der UdSSR. «Georgica», Jena – Tbilissi, 1979.