ასათიანი მამია ვასილის ძე (11. III. 1907, ქუთაისი, – 5. III. 1970, თბილისი), მწერალი, დაამთავრა ქუთ. პედ. ტექნიკუმი (1929), შემდეგ – თსუ ფილოლ. ფაკ-ტი (1934). სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთ. საშ. სკოლის დირექტორად (1930–31). გაზ. „ახალგაზრდა სტალინელის“ რედაქტორად (1933–34), ქუთ. სახელმწ. თეატრის სალიტ. ნაწ. გამგედ (1948–53) და სხვ. პირველი ლექსი 1929 გამოაქვეყნა, პირველი კრებ. „ხუთი ნოველა“ – 1936. აღსანიშნავია ა-ის კრებულები „მოთხრობები“ (1955, 1960, 1967), „მთის ლეგენდა“ (1963), „შიშველი ხმალი“ (1964), „ხალდეს ყვავილები“ (1966), „გელათის ქრონიკები“ (1968), „მოთხრობები, ლეგენდები, ჩანაწერები“ (1970, 1975) და სხვ.
ა. ავტორია მრავალი ნარკვევისა, აგრეთვე მოგონებებისა ქართვ. მწერალთა და თეატრის მოღვაწეთა შესახებ. თარგმნა ი. თარბას, მ. ლაკერბაის, მ. შოლოხოვის და სხვ. ნაწარმოებები.