ასათიანი ნოდარ შალვას ძე (8. I. 1931, თბილისი, – III. 2013, იქვე), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1986). 1954 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1957-იდან მუშაობდა თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრაზე დოცენტად. პროფესორად, კათედრის გამგის მოადგილედ. 1959-იდან კითხულობდა ლექციებს იქვე. 1976–87 არჩეული იყო თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის დეკანად. მისი ხელმძღვანელობით ფაკ-ტზე შეიმუშავეს ახ. სასწავლო პროგრამა ქართველოლოგიური საგნების გაძლიერებული სწავლებით. 1988–92 იყო ქართული ენციკლოპედიის საქართველოს ისტორიის სამეცნ. რედაქციის გამგე (1993-იდან – კონსულტანტი). 1991-იდან არჩეული იყო თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა სახელმწ. პედ. ინ-ტის საქართველოს ისტორიისა და ქვეყანათმცოდნეობის კათედრის გამგედ.
ა. იკვლევდა ფეოდ. საქართველოს სოც., ეკონ. და პოლიტ. ისტორიის საკითხებს, საქართველოს საგარეო-პოლიტ. ურთიერთობებს, მონაწილეობდა საქართველოს ისტორიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს მომზადებაში. ა. საქართველოს ისტორიის ახ. სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი და რედაქტორია, იყო რამდენიმე სამეცნ. საბჭოს და რედკოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით (ორჯერ).
თხზ.:საქართველო-შარვანის პოლიტიკური ურთიერთობანი XII საუკუნეში, კრ.: XII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1968 (თსუ შრომები, ტ. 125); მასალები მე-17 საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1973; გზა გამოხსნა-აღდგომისაკენ (რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა უძველესი დროიდან ტრაქტატამდე), თბ., 1983; საქართველოს ისტორია (VIII–IX კლასელების სახელმძღვანელო), თბ., 1990 (თანაავტ.: ვ. გუჩუა, მ. ლორთქიფანიძე, შ. მესხია).