ასათიანი შოთა ოთარის ძე (დ. 24. IX. 1959, ქუთაისი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2002), 1985 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი, შრომითი საქმიანობა დაიწყო უზენაეს სასამართლოში. სხვადასხვა დროს იყო უზენაესი სასამართლოს მოქალაქეთა საჩივრებისა და მისაღები განყ-ბის უფროსის მოადგილე, შემდეგ უფროსი, მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საკითხთა განყ-ბის უფროსი; 2000 საქართვ. პარლამენტმა აირჩია უზაენაესი სასამართლოს მოსამართლედ. 2001 დაინიშნა საქართვ. გენ. პროკურორის მოადგილედ, მიენიჭა იუსტიციის სახელმწ. მრჩევლის სპეციალური წოდება (2001). 2003–04 – იყო საქართვ. შს. მინისტრის მოადგილე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, უკრაინის ორდენით „მამაცობისათვის“.
ლ. დოლიძე