ასკანა

ასკანა, სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (გურიის რეგიონი), ნასაკირალის სერის ჩრდ. კალთაზე, ბახვისწყლის მარჯვ. მხარეს, მდინარეებს ყურეფასა და გულეფას (სუფსის მარცხ. შენაკადები) შორის. თემის ცენტრი (სოფლები: ა., დაბალი ეწერი, მზიანი). ზ. დ. 360 მ, ოზურგეთიდან 17 კმ. 424 მცხ. (2014). სოფლის მიდამოებშია ბენტონიტური თიხის საბადოები. შუა საუკ. ასკანის ციხე და ეკლესია.