ასკაროვი ალექსი ალექსის ძე (1901, თბილისი, – 12. X. 1971, ტამბოვი), საბჭოთა კავშირის გმირი (17. X. 1943). ეროვნებით ჩერქეზი. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისში. 1918 მოხალისედ შევიდა წითელ არმიაში. რუს. სამოქალაქო (1918–20), სსრკ-ფინეთის (1939–40) და II მსოფლიო (1939–45) ომების მონაწილე. 1943 სექტ-ში მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ დასახლდა ტამბოვში. მუშაობდა რკინიგზის დეპოში. ა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი