ასლანიკაშვილი ალექსანდრე თევდორეს ძე (17. III. 1916, თბილისი, – 25. XI. 1981, იქვე), გეოგრაფ-კარტოგრაფი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979). გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1969). 1939 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ. ფაკ-ტი. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის კარტოგრაფიის განყ-ბის ხელმძღვანელი, 1980-იდან გარდაცვალებამდე – ამავე ინ-ტის დირექტორი, 1966–75 – ქართული ენციკლოპედიის კარტოგრაფიის რედაქციის გამგე. ა-ის ძირითადი შრომები ეხება კარტოგრაფიის ზოგადი თეორიისა და საქართვ. კარტოგრაფიის საკითხებს. „საქართველოს სსრ ატლასის“ შედგენაში (1964) მონაწილეობისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: კარტოგრაფია. ზოგადი თეორიის საკითხები, თბ., 1968.
ც. ვაშაკიძე