ასოთხმოცდაცამეტის პროცესი, „დ ი დ ი პ რ ო ც ე ს ი“, მეფის რუსეთის ყველაზე დიდი სასამართლო პოლიტ. პროცესი, რ-მაც განიხილა ე. წ. „ხალხში გასვლის“ მონაწილე რევოლუციონერ-ხალხოსანთა საქმე. მიმდინარეობდა პეტერბურგში 1877 წ. 18(30) ოქტ-იდან 1878 წ. 23 იანვრამდე (4 თებ.). ამ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებული იყო 4000-მდე კაცი. 97 კაცი პროცესის დაწყებამდე გარდაიცვალა ან ჭკუიდან შეიშალა. დაპატიმრებულთა შორის იყვნენ ქართვ. ხალხოსნები ლევან აბდუშელიშვილი (გარდაიცვალა პროცესის დაწყებამდე). რაფიელ და ელისაბედ ყაზბეგები (დაედოთ ადმ. სასჯელი).
მთავარ ბრალდებულებს ს. კოვალიკს, პ. ვოინარალსკის, დ. როგაჩოვს და ი. მიშკინს, აგრეთვე მომავალ ნაროდოვოლელებს ა. ჟელიაბოვს, ს. პეროვსკაიას და სხვებს ბრალად ედებოდათ სახელმწ. გადატრიალების მიზნით „დანაშაულებრივი საზოგადოების“ შექმნა. პროცესის ცენტრ. მომენტი იყო მიშკინის რევ. სიტყვა, რ-შიც მან სასამართლო ფუჭ კომედიად გამოაცხადა და საროსკიპოს შეადარა. ბრალდებულთა ნაწილს მიესაჯა კატორღა ციმბირში გადასახლებით. ნაწილი, მ. შ. თბილისელი მ. შავერდოვა (შავერდაშვილი) გაამართლეს. „ა. პ-მა“ ძლიერი ბიძგი მისცა რუსეთში განმათ. მოძრაობას. გასამართლებულთა „ანდერძი“, მიშკინის სიტყვა და სასამართლო სხდომების ანგარიშები რევ. აგიტაციის იარაღად იქცა.
ლიტ.: შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960.