ასპარუგი

ასპარუგი, ა ს პ ა ვ რ უ კ ი, ქართლის პიტიახში (ერისთავი) II ს-ში, რ-ის სახელი, გამოსახულება და თანამდებობა ცნობილი გახდა არმაზისხევის ერისთავთა განსასვენებლის პირველი სამარხის გათხრისას (1940). სამარხში აღმოჩენილ ოქრო-ვერცხლის ნივთთა შორის არის ოქროს დიდი ბეჭედ-საბეჭდავი, რ-ის თვალზე ამოკვეთილია მამაკაცის მკერდზედა გამოსახულება; მას გარს ავლია ბერძნ. წარწერა „Aspaurukis pitiaxes“ (ასპავრუკ პიტიახში). სამარხი II ს. II ნახევრისაა და, შესაძლოა, ეს ა. იყოს ძე შარაგასის წარწერაში მოხსენიებული ჯავახ (ზევახ) უფლისა, მამა ჯავახ (ზევახ) მცირისა, სერაფიტის მამისა.

ლიტ.: მცხეთა, [ტ.] 1 – არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937–1946 წწ. განათხარის მიხედვით, თბ., 1955; ყაუხჩიშვილი ს., არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1941, ტ. 2, № 1 – 2; წერეთელ გ., არმაზის ბილინგვა, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13.

ა. აფაქიძე