გიორგი IX, ქართლის მეფე 1525–27, კონსტანტინე II-ის ძე. ტახტზე ავიდა თავისი უფროსი ძმის დავით X-ის ბერად აღკვეცის შემდეგ.
1527 (სხვა ცნობით – 1534) დინასტიური ბრძოლის გამო იძულებული გახდა თვითონაც ბერად აღკვეცილიყო და ტახტი დაეთმო თავისი ძმისშვილის ლუარსაბ I-თვის.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ო დ ი შ ე ლ ი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964.
დ. კაჭარავა