ასფალგი (Assfalg) იულიუს

ასფალგი (Assfalg) იულიუს (6. XI. 1919, აშაუ, ზემო ბავარია, – 12. I. 2001, მიუნხენი), გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი. მიუნხენის უნ-ტის პროფესორი, ქრისტიანული აღმოსავლური მწერლობის კორპუსის არაბ. სექციის გამგე. ა-ის ქართველოლოგიური ნამუშევრებიდან დიდ ყურადღებას იმსახურებს „ქართული სასულიერო ლიტერატურა“ (1957), „მიქელ თარხნიშვილის ნაშრომების ბიბლიოგრაფია“ (1959), „საეკლესიო წლისა და ახალი ქართული საეკლესიო ისტორიის შესახებ“ (1960), „ქართული ხელნაწერები“ (1963), „გერმანიაში ქართული შტუდიების სესახებ“ (1965); აღსანიშნავია აგრეთვე „კიტა-პიერ ჩხენკელი“ (1964), „იარომირ იედლიჩკა“ (1966). „ბედი ქართლისა. რევიუ დე კარტველოლოჟი“ („bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie“) სისტემატურად აქვეყნებდა ა-ის ინფორმაციებს: „გერმანელ ორიენტალისტთა XVI დღე“ (1965), „ორიენტალისტთა XXV საერთაშორისო კონგრესი“ (1960), „პროფესორ ჟოზეფ მოლიტორის დაბადების 70 წლისთავის გამო“ (1974). იგი ავტორია „ქრისტიანული აღმოსავლეთის მცირე ლექსიკონისა“ (1974, პ. კრიუგერთან ერთად), „ქართული ლიტერატურისა“ კინდლერის ლექსიკონში (1974); მ. თარხნიშვილი|მ. თარხნიშვილთან ერთად თარგმნა კ. კეკელიძის „ძველი ქართული მწერლობის ისტორია“ (1 ტ., 1955) და სხვ.

ს. თურნავა