დალაყორის ქედი, კავკასიონის სამხრეთი შტოქედი, ლეხზირ–ჭალაათის მყინვარებს შორის. უმაღლესი მწვ. დალაყორა (ზ. დ. 3430 მ).
აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დ. ქ-ის სამხრ. ბოლოზე მთატყის ლანდშაფტია, უფრო მაღლა – მთა-მდელოსა და გლაციალურნივალური.
ლ. მარუაშვილი