არადეთის ბრძოლა 1483, ბრძოლა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II ჯაყელსა და ქართლის სამეფოს ლაშქარს შორის. 1483 აგვ-ში სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II, რ-იც აღარ ემორჩილებოდა სამეფო ხელისუფლებას, არეშის (ახლა აზერბ. რესპ. ტერიტ.) დარბევის შემდეგ ქართლის გზით სამცხეში ბრუნდებოდა. სოფ. არადეთთან მას გზა გადაუღობა ქართლის ფეოდალთა ლაშქარმა და მეფის კონსტანტინე II-ის მორჩილება მოსთხოვა. ბრძოლა კონსტანტინე II-ის მომხრეთა დამარცხებით დამთავრდა. ამ მარცხმა კიდევ უფრო დაასუსტა საქართვ. ცენტრ. სამეფო ხელისუფლება, რითაც ისარგებლეს დას. საქართვ. ფეოდ. წრეებმა, იქ ალექსანდრე II გაამეფეს და იმერეთი დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადეს.
შ. ხანთაძე