არალია

არალია (Aralia), მცენარეთა გვარი არალიისებრთა ოჯახისა.

მომცრო ტანის ეკლიანი ხეები, იშვიათად ბუჩქები ან მაღალი მრავალწლოვანი ბალახებია. 35-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართვ. ბაღებსა და პარკებში (ზუგდიდი, შავი ზღვის სანაპირო, თბილისი) კარგად ხარობს ჩინური ა. (A. chinesis, A. mandschurica) და ეკლიანი ა. (A. spinosa).