არამე

არამე, ურარტუს ერთ-ერთი პირველი მეფე (ძვ. წ. IX ს. 50 – 40-იანი წწ.).

მოხსენიებულია ასურეთის მეფის სალმანასარ III-ის წარწერებში. ძვ. წ. 857 სალმანასარ III-მ აიღო ა-ს სამეფო ქალაქი არზაშქუ და დაამარცხა ადურუს მთებში გახიზნული მეფე. მანვე ძვ.წ. 845 დაიპყრო ა-ს სამფლობელო ქ-ები ტიგრის სათავეებიდან ევფრატის სათავეებამდე.

გ. მელიქიშვილი