არველაძე ბონდო ვალერიანის ძე (დ. 23. V. 1932, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, არმენისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1980). 1956 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სომხ. ფილოლოგიის განხრით. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. მისი შრომები, რ-ებიც ძირითადად ეძღვნება ქართ.-სომხ. ლიტერატურულ-კულტ. ურთიერთობას, გამოქვეყნებულია ქართ. რუს. და სომხ. ენებზე. ა-ის წიგნებიდან აღსანიშნავია „ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“ (1967), „ნარკვევები XX საუკუნის ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“ (1969), „ოვანეს თუმანიანი და საქართველო’“ (1969), „მეგობრობის ნათელი ფურცლები“ (1976), „ეღიშე ჩარენცი და საქართველო“ (1977), „იოსებ გრიშაშვილის პოეტური სამყარო“ (1976, თანაავტორი რ. კუსრაშვილი), „ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობანი XIX – XX საუკუნეებში“ (ქართული საზოგადოებრიობა და ხ. აბოვიანის, გ. სუნდუკიანის, ჰ. თუმანიანის შემოქმედება, 1978), „ვაჰან ტერიანი“ (1985), „ძმობის ჩუქურთმა“ (ი. გრიშაშვილი და მოძმე ხალხთა მწერლობა, 1987), „საიათნოვა“ (1988), „მწერლის ბედისწერა [გიორგი შატბერაშვილი]“ (2015), „ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში“ (2016), „აკად. გიორგი ჩუბინაშვილის წიგნის ”Разыскания по армянской архитектуре"-ს გამოცემის წინააღმდეგ ”როგორ” იბრძოდნენ სომეხი მეცნიერები“ (2017), „რაც მოვასწარი“... (2020), „აკადემიკოსი ალექსანდრე ნადირაძე“ (2021), „ქართული ტოპონიმია სომხეთის ტერიტორიაზე“ (2021), „სამცხე-ჯავახეთის ბედისწერა“ (2022), „ქართული ციხე-სიმაგრეები სომხურ ციხეთა სიაში?!“ (2023) და სხვ.
მ. შონია