ართვინი

ართვინი, ქალაქი ჩრდ.-აღმ. თურქეთში, მდ. ჭოროხის ნაპირზე. ბათუმიდან 50 კმ. ართვინის ვილაიეთის ადმ. ცენტრი. ,25.771 ათ. მცხ. (2012).

ა. ფეოდ. საქართვ. ისტ. პროვ. კლარჯეთის ქალაქი იყო. მდებარეობდა მეტად მნიშვნელოვანი გზების შესაყარზე. ერთმანეთთან აკავშირებდა, ერთი მხრით, კარნუქალაქს (არზრუმს), ბაიბურთს, არტაანს, არტანუჯს და მეორე მხრით, ბათუმ-გონიოსა და ხუფათს. მდ. ჭოროხის აუზი და, კერძოდ, ა. ძველთაგანვე კოლხ. ბრინჯაოს მეტალ. მნიშვნელოვანი კერა იყო. ამ ადგილას ჯერ კიდევ გვიანდ. ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა დასახლება, რ-იც VIII–IX სს-ში ფეოდ. ქალაქი გახდა. ა. თავდაპირველად ქართველთა საკურაპალატოს ეკუთვნოდა (IX–X სს.), შემდეგ გაერთ. საქართვ. შემადგენლობაში შევიდა. ერთიანი ქართ. სახელმწიფოს დაშლის (XV–XVIII სს.) შემდეგ კი სამცხე-საათაბაგოს მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. XVI ს. ბოლოდან, სამხრ. საქართველოში ოსმალთა გაბატონების შემდეგ, ა. დაკნინდა. რუს.-ოსმ. 1877–78 ომის შემდეგ, ბერლინის კონგრესის (1878) გადაწყვეტილების თანახმად საქართვ. სხვა ისტ. ტერიტორიებთან ერთად რუს. იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. იგი ოკრუგის ცენტრი იყო. 1921-იდან ა. ისევ თურქ. ფარგლებშია (იხ. ართვინის ოკრუგი).

გ. ცქიტიშვილი