ართმელაძე სიმონ ნურის ძე (დ. 10. V. 1933, სოფ. ოქტომბერი, ახლანდ. ხულოს მუნიციპალიტეტი), ფერმწერი. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1962). იყო უ. ჯაფარიძის მოწაფე. ამავე წლიდან ეწევა პედ. მოღვაწეობას ხულოს საშ. სკოლაში. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1963-იდან. ავტორია პეიზაჟებისა და ჟანრული სურათებისა. ა-ის ნამუშევრებში ასახულია აჭარელი ხალხის ყოფა-ცხოვრება. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „აჭარისწყლის ხეობა“ (1973), „საღამო მთაში“ (1982), „შავშეთის მთა“ (1986), „ჩანჩქერი“ (1987) და სხვ.