არისტარქე

არისტარქე (ბერძნ. Aristarchos), კოლხეთის მმართველი, რ-იც დანიშნა პომპეუსმა ძვ. წ. 65, ადგილ. დიდკაცობის წარმომადგენელი. მმართველი იყო ძვ. წ. 52 – 51 წლებშიაც (იხ. არისტარქე კოლხის დრაქმა), შესაძლოა ძვ. წ. 48 წლამდეც, სანამ კოლხეთს დროებით დაიპყრობდა ბოსფორის მეფე ფარნაკე მითრიდატეს ძე. ზოგიერთი ავტორი (ევტროპიუსი, ფესტუსი) ა-ს მეფედ მოიხსენიებს, ზოგი (აპიანე ალექსანდრიელი) — დინასტად (მმართველად), რაც უფრო რეალური ჩანს. ა-ს დროს კოლხეთი რომის ვასალი იყო.

ლიტ.: Л о м о у р и  Н. Ю., Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981.

ნ. ლომოური