არისტაკეს ლასტივერტცი, ლასტივერტელი, XI ს. სომეხი ისტორიკოსი. მისი „სომხეთის ისტორია“ (დაწერილია 1072 – 87 შორის) გადმოგვცემს 1000 – 1071 ამბებს. აღწერს ბიზანტ. და თურქ-სელჩუკთა ექსპანსიას სომხეთში, თონდრაკელთა სოც. მოძრაობას. საყურადღებო ცნობები აქვს საქართველოზეც (ტაო-კლარჯეთსა და დავით კურაპალატზე, ბაგრატ III-ზე, გიორგი I-სა და ბაგრატ IV-ზე).
თხზ.: ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1974; Повествование…, пер. с. древнеарм. и коммент. К. Н. Юзбашяна, М., 1968.
ლ.ნ. ჯანაშია