არიში

არიში, სტრატეგიული პუნქტი ძვ. ჰერეთში (ახლანდ. სოფ. მთისძირი, ყვარლის მუნიციპ.), სავაჭრო გზაზე, რ-ითაც ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ქართლი და კახეთი ალბანეთის შიგა რ-ნებს უკავშირდებოდა, ა-ზე გადიოდა (დღესაც გადის) „ცხვრის გზა“. ამ გზით ცხვარი დაღ. მთებში აჰყავდათ. „მატიანე ქართლისას“ ცნობით, X ს. დასაწყისში, კონსტანტი აფხაზთა მეფისა და კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსის შეერთებულმა ჯარმა ჰერეთის ლაშქარი დაამარცხა და, ვეჯინის შეთანხმება|ვეჯინის შეთანხმების თანახმად, ადარნასე ჰერთა პატრიკმა კვირიკეს დაუთმო ორჭობი, ხოლო კონსტანტის –ა. და გავაზნი. 1962 მთისძირში აღმოჩნდა არაბ. მონეტების განძი.

ლიტ.: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი  დ., კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII – XIII სს., «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, [ტ.] 3; ჭილაშვილი ლ., არეში, თბ., 1991.

დ. მუსხელიშვილი