იოანე ბატონიშვილი

იოანე ბატონიშვილი

იოანე ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ­ ტ ი ო ნ ი) (16. V. 1768, თბი­ლი­სი, – 15. II. 1830, სანქტ-პე­ტერ­ბურ­გი), სა­ხელმ­წი­ფო და სამხედრო მოღვა­წე, გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, მწე­რალი, მეცნიერი, მთარ­გ­მ­ნე­ლი, ლექსიკო­გ­რა­ფი, გენერალ-ადიუტანტი (1803), გი­ორ­გი XII-ის ვა­ჟი. დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა და­ვით რექტო­რის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ბით მი­ი­ღო. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში გარ­კ­ვე­უ­ლი რო­ლი ითამა­შა ერე­კლე მე­ფის კარ­ზე მყოფმა პო­ლიტ. აგენ­ტ­მა ი. ­რა­ი­ნეგ­ს­მა და ავ­ს­ტ­რი­ელ­მა მეც­ნი­ერ­მა ი. გე­ტიკმა.

ი. ბ. ახალ­გაზ­რ­დობიდანვე ჩაე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბის წი­ნააღ­მ­დეგ ბრძო­ლა­ში. 1789 ლე­კებს ებ­რ­ძ­ოდა ზე­და­ვე­ლა­ზე, 1790 იმერეთ­ში ერე­კლე მე­ფის და­ვა­ლებით იცავ­და სო­ლო­მონ II-ის ტახტს პრე­ტენ­დენ­ტ­თა შე­მო­სე­ვე­ბი­ს­გან. 1795 აღა-მაჰ­მად-ხა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში მო­წი­ნა­ვე რაზ­მის სარ­და­ლი იყო: კრწა­ნი­სის ბა­ღებში მოიგერია მტრის პირ­ვე­ლი დარ­ტ­ყ­მა, უკუ­აგ­დო იგი, შემ­დეგ კი ერე­კლე მე­ფე დატ­ყ­ვე­ვე­ბის­გან იხ­ს­ნა. 1796 სოფ. შილ­დას იცავდა ომარ-ხა­ნის (ხუნ­ძა­ხის ბა­ტო­ნი) შე­მო­სე­ვე­ბი­ს­გან. 1798 სოფ. დირბ­თან და­ა­მარ­ც­ხა ლე­კე­ბი. იმა­ვე წელს და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვილ­თან ერთად გა­ი­ლაშ­ქ­რა ყარ­სის სა­ფა­შოს წა­ნა­აღ­მ­დეგ და გა­ი­მარ­ჯვა. 1800 თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნა ომარ-ხა­ნის წი­ნააღ­მ­დეგ ბრძო­ლა­ში ნი­ა­ხუ­რას­თან. გი­ორ­გი XII-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვილს ტახ­ტის შემომ­ტ­კი­ცე­ბა­ში. 1801 რუ­ს. მთავრო­ბამ ი. ბ. აი­ძუ­ლა სამ­შობ­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა (ძმებ­თან ერ­თად) და რუ­სეთ­ში გა­და­სა­ხ­ლე­ბუ­ლი­ყო. იგი თავდაპირველად მოს­კოვ­ში შე­ჩერდა, 1802 თე­ბერვლი­დან კი პე­ტერბურ­გ­ში დამ­კ­ვიდ­რ­და.

ი. ბ-მა ად­რე და­იწ­ყო სა­მეც­ნ. მოღ­ვა­წე­ო­ბა. 1794–98 ხელ­მ­ძ­ღ­ვანე­ლობ­და (და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვილთან ერ­თად) ქართლ-კა­ხე­თის აღწე­რას. 1799 და­წე­რა მნიშვ­ნე­ლოვა­ნი ნა­შრო­მი „სჯულ­დე­ბა" (იხ. იოანე ბატონი­შვი­ლის სჯულდება), რ-შიც დას­მუ­ლია სა­ქარ­თველოს მარ­თ­ვი­სა და პო­ლიტ.-სა­ზ. და კულტ.-ეკონ. ცხოვ­რე­ბის რე­ორგა­ნი­ზა­ცი­ის სა­კით­ხე­ბი. ინ­ტე­რესს იწ­ვევს ავ­ტო­რის აზ­რი „გა­ნათ­ლების მო­ხე­ლის" პოს­ტის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ, რ-საც უნ­და ეხელ­მ­ძ­ღ­ვანე­ლა სკო­ლე­ბი­სა და სტამ­ბის საქმი­ა­ნო­ბი­სთ­ვის; სა­ჭი­როდ თვლი­და სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოს შექ­მ­ნას, გაზე­თის და­არ­სე­ბას, უმაღ­ლე­სი სასწავ­ლებ­ლე­ბის გახ­ს­ნას თბი­ლის­ში, გორ­სა და თე­ლავ­ში; დაწ­ყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბას ვა­ჭარ­თა და გლეხ­თა შვი­ლე­ბის­თ­ვის და სხვ. პე­ტერ­ბურ­გ­ში და­მკვიდ­რე­ბის შემ­დეგ პო­ლიტ. ას­პა­რეზს ჩა­მოცი­ლე­ბუ­ლი მე­ცნი­ე­რი ენ­ციკ­ლოპე­დი­ურ გა­ნათ­ლე­ბას და­ე­წა­ფა და გულ­დას­მით მუ­შა­ობ­და მეცნ. და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­და­სხვა დარ­გ­ში (ის­ტო­რია, ლექ­სი­კოგ­რა­ფია, ფილო­სო­ფია, ეს­თე­ტი­კა, მუ­სი­კა, ბიო­ლო­გია, ფი­ზი­კა, ქი­მია, მა­თე­მატი­კა, სამ­ხ. საქ­მე და სხვ.); გარს იკ­რებ­და ენე­ბის მცოდ­ნე და მუყა­ით მწიგ­ნობ­რებს და წარ­მართავ­და მათ კულტ.-სა­გან­მან. მოღვა­წე­ო­ბას – ათარ­გ­მ­ნი­ნებ­და და თვი­თო­ნაც თარ­გმნი­და პროგ­რ. იდე­ე­ბის შემ­ც­ველ სა­მეც­ნ. შრომებს, სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო­ებს, ლექ­სიკო­ნებს, სამ­კურ­ნა­ლო წიგ­ნებს და გ­ზავ­ნი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­სი აზ­რით, ქარ­თ­ვე­ლე­ბის ხსნა ფართო გა­ნათ­ლე­ბი­თა და მრა­ვალ­გვა­რი ცოდ­ნის და­უფ­ლე­ბი­თ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. თვი­თო­ნაც აქ­ტ. შე­მოქ­მე­დე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწეოდა: თარ­გ­მ­ნი­და სა­ჭი­რო წიგ­ნებს, ქმნი­და სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო­ებ­სა თუ ლექ­სი­კო­ნებს, სამ­კურ­ნ. წიგ­ნებ­სა და ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ხა­სი­ა­თის შრო­მებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მი­სი ორიგი­ნ. თხზუ­ლებე­ბი­: ისტ. ხა­სი­ა­თი­ს „ქართლ-კა­ხე­თის აღ­წე­რა", „ბაგრა­ტი­ონ­თა შთა­მო­მავ­ლო­ბა"; „ქართუ­ლი ლექ­სი­კო­ნი", რ-ის მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტია მოღ­წე­უ­ლი (აა-ანოლა), „მოკ­ლე რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი", „სა­ლექ­სი­კო­ნო მა­სალე­ბი", „ქარ­თუ­ლი გრა­მა­ტი­კა", „სწავ­ლა­ნი" – ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ხა­სი­ა­თის თხზუ­ლე­ბა, სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბით და­წე­რი­ლი „პა­ტა­რა ედე­მით გან­ძე­ბა" და სხვ. რაც შე­ეხე­ბა რუს.-ქართ. და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლექ­სი­კო­ნებს, რ-ე­ბიც თითქ­მის ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას მი­ე­წე­რე­ბო­და, შე­დგე­ნი­ლია სხვა ავ­ტო­რის მი­ერ ი. ბ-ის და­ვალე­ბი­თა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით.

ი. ბ-ის შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნია ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ხა­სი­ათის თხზუ­ლე­ბა „ხუ­მარ­ს­წავ­ლა", ანუ „კალ­მა­სო­ბა", რ-იც და­ი­წე­რა 1813–28. ი. ბ., როგორც სა­ქართვ. სა­ზ. ცხოვ­რე­ბის ევ­რ­. ყა­ი­და­ზე გარ­და­ქმნის მო­სურ­ნე და მქა­და­გებე­ლი, თხზუ­ლე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სოდ გად­მოს­ცემს გან­მა­ნათ­ლე­ბელ­თა იდე­ებს და მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უკავ­ში­რებს თა­ვი­სი ქვეყ­ნის პოლიტ. ძლი­ე­რე­ბა­სა და კულტ.-ეკონ. აღორ­ძი­ნე­ბას. სწო­რედ "ხუ­მარ­სწავ­ლა­შია" ჩა­რთუ­ლი ავ­ტო­რის პირ­ვე­ლი გრამატ. ნა­შრო­მი, რ-იც სი­ტყვა-მი­გე­ბის წე­სი­თაა და­წე­რილი. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად იგი მიჰყვება და­ვით ბა­ტო­ნი­შვი­ლის, ან­ტონ I-ის და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ოზ რექ­ტო­რის გრა­მა­ტი­კებს. მე­ო­რე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გრამატ. ნა­შრომი (1829) სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო­დაა გა­თვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და არ იმეო­რებს პირ­ველს. ავ­ტორს უსარგებ­ლია მთლი­ა­ნად და­ვით ბა­ტონი­შვი­ლის გრა­მა­ტი­კით, თუმ­ცა მას­ში ცალ­კე­უ­ლი (უმ­ნიშ­ვნე­ლო) გადა­ხვე­ვე­ბი მა­ინც შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ი. ბ-ის გრა­მა­ტი­კებ­მა ქართ. გრამატ. აზ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­ვლე­ნა ვერ იქო­ნია (ა. ფო­ცხი­შვი­ლი).

თხზ.: სჯულ­დე­ბა, ივ. სურ­გუ­ლა­ძის გა­მო­ც., თბ., 1957; ქართლ-კა­ხე­თის აღწე­რა, თ. ენუ­ქი­ძი­სა და გ. ბე­დო­შვი­ლის გა­მო­ც., თბ., 1986; ხუ­მარ­ს­წავ­ლა, ც. კახაბ­რი­შვი­ლის და ც. კიკ­ვი­ძის გამოც., წგ. 1–2, თბ, 1990–91.

ლიტ.: გ ო ­გ უ ­ა ­ძ ე  ნ., იო­ა­ნე ბატონი­შვი­ლის "გრა­მა­ტი­კა", «კ. კე­კე­ლი­ძის სახ. ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტის მო­ამბე», 1962, ტ. 4; კ ი კ ­ნ ა ­ძ ე  ლ., იო­ანე ბა­ტო­ნი­შვი­ლის კალ­მა­სო­ბი­სე­უ­ლი ქარ­თუ­ლი გრა­მა­ტი­კის ტექ­სტი­სა­თვის, «მრა­ვალ­თა­ვი» (ფილოლ.-ისტ. ძი­ე­ბანი), XX, თბ., 2003; კ ო ­ტ ი ­ნ ო ­ვ ი  ნ., ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ისტო­რი­ი­დან. XVIII–XIX სს., თბ., 1973; ფ ო ც ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ა., ქარ­თუ­ლი ენათ­მეცნი­ე­რე­ბის ის­ტო­რია, I, თბ., 1995; ქართუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია, რედ. კ. კეკელიძე, ტ. 2, თბ., 1966; ქ ი ­ქ ო ­ძ ე  გ., წე­რი­ლე­ბი, ესე­ე­ბი, ნა­რკვე­ვე­ბი, თბ., 1985; ქ უ ­თ ა ­თ ე ­ლ ა ­ძ ე  ლ., იო­ა­ნე ბაგრა­ტი­ო­ნის "ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი", თბ., 1975.

ლ. კიკ­ნა­ძე