არიშიანი

არიშიანი, საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე XI–XII სს. მიჯნაზე, ჰერი დიდებული. ა. ჰერეთის სხვა დიდებულებთან ერთად დაეხმარა დავით აღმაშენებელს ჰერეთ-კახეთის შემოერთებაში. შემოგვრჩა დავით აღმაშენებლის წყალობის სიგელი არიშიანისადმი.

წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; სიგელი დავით მეფისა ნიანია ნიანიასძისადმი, წგ.: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. 1, თბ., 1984.

ლიტ.: ასათიანი ნ., დავით აღმაშენებლის საშინაო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი (კახეთ-ჰერეთის შემოერთება), «მნათობი», 1989, № 8.