არკინარეთი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ბიყარის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. არკინარეთის (მეჯუდის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 1180 მ, გორიდან 35 კმ.
ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით, სოფელს ძველად აკანათური ერქვა და ისროლისხევში შედიოდა. X ს-ში ისროლისხევთან ერთად ცხრაძმისხევის, XIII – XIV სს-იდან კი ქსნის საერისთავოს შემადგენლობაში ითვლებოდა. აქ ძველთაგანვე ქართველები ცხოვრობდნენ, XVIII ს. II ნახევრიდან ჩნდება ოსი მოსახლეობაც. 1865 სოფელს „ა.“ ეწოდებოდა და ქსნის უბნის ლეკოიანის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა. შემორჩენილია ფეოდ. ხანის ეკლესიის ნანგრევები.
ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, [ტ.] 3.
ჯ. გვასალია