არკნეთი, სოფელი თიღვის მუნიციპალიტეტის აკნევის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. აღმოსავლეთის ფრონის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 885 მ, ქარელიდან 26 კმ.
ა-შია ღვთისმშობლის ეკლესია (შუა საუკ.). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ამ სოფელში იერუსალიმის ჯვრის მონასტერს მამული ჰქონია.
სოფელსა და მის მიდამოებში აღმოჩნდა სხვადასხვა დროის რამდენიმე არქეოლ. ძეგლი: შუა ბრინჯაოს ხანის გვიანდ. საფეხურის ნამოსახლარი, გვიანდ. ბრინჯაოს და ადრინდ. რკინის ხანის სამაროვნები, შუა საუკ. მეტალ. სახელოსნოს ნაშთი, ანტ. ხანის სამაროვნები (იხ. არკნეთის სამაროვანი).
ი. გაგოშიძე