არსენიძე რაჟდენ მათეს ძე (1880 ან 1881, ქუთაისის მაზრა, – 1965, პარიზი), პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა იურიევის (ტარტუს) უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. ჭაბუკობიდანვე ჩაება ს.-დ. მოძრაობაში. რსდმპ II ყრილობის შემდეგ მენშევიკებს მიემხრო. აქტიურად მუშაობდა თბილ., ბათუმის, ქუთ., ბაქოს მენშევიკურ ორგანიზაციებში. თანამშრომლობდა გაზეთებში „ივერიასა“ და „კვალში“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში იყო იუსტიციის მინისტრი, საქართვ. დამფუძნებელი კრების წევრი და საქართვ. ს.-დ. (მენშევიკური) პარტიის ცკ-ის მდივანი. 1921-ის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ავტორია შრომისა: „განხილვა მეფე ვახტანგ მეექვსის კანონმდებლობისა“, პარიზი, 1963.
უ. სიდამონიძე