არაუკარია

არაუკარია (Araucaria), წიწვოვან მცენარეთა გვარი არაუკარიასებრთა ოჯახისა.

მაღალი (50 – 60, ზოგჯერ 90 მ) ფარჩხატვარჯიანი და ბრტყელწიწვიანი ხეებია. მისი 20-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრ. ამერიკაში, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის კ-ებზე. ა. სითბოს მოყვარული მცენარეა. საქართველოში (ბათუმი, ანასეული, სოხუმი) ინტროდუცირებულია ამ გვარის რამდენიმე სახეობა. მათგან ყველაზე ყინვაგამძლე ჩილური ა. (A. araucana) ჩილეს მთებიდან არის შემოტანილი და დეკორ. მცენარედ მოშენებული შავი ზღვის სანაპიროზე. ა-ს (A. dixylon) ნამარხი მერქანი ნაპოვნია გოდერძის გადასასვლელზე. სამშობლოში ა. ქმნის ტყეებს.