არაქელ დავრიჟეცი (თავრიზელი) (1595, თავრიზი,– 1670, ეჩმიაძინი), სომეხი ისტორიკოსი.
მისი ვრცელი „ისტორიათა წიგნი“ (გადმოცემულია 1602–62 ამბები) ამ პერიოდის სამხრ. კავკ. და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა. ავტორი დაწვრილებით აღწერს შაჰ-აბასის შემოსევებს სამხრ. კავკასიაში, სომეხთა აყრასა და ირანში გადასახლებას. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XVI ს. ბოლოსა და XVII ს. I ნახ. ქართლისა და კახეთის სამეფოებზე, კერძოდ სიმონ I-ზე, ალექსანდრე II-ზე, ლუარსაბ II-ზე, თეიმურაზ I-ზე, ქეთევან დედოფალზე, გიორგი სააკაძეზე და სხვ. ა. დ-ის ნაშრომი პირველად დაიბეჭდა 1669 ამსტერდამში სომხ. ენაზე.
თხზ.: Պատմռւթիւն ԱռաՔել Վադղապետի Դաւրիժեցռւյ, Վաղարջապատ. 1986.
ლ.-ნ. ჯანაშია